четверг, 27 января 2011 г.

ლეკსიკო-გრაფია


სიტყვასთან ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს. (ნაწილობრივ პროფესიის ბრალია) ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ მათი ამოჩემება დამჩემდა. მაგალითად სიტყვას- გასაგებია ხშირად ვიყენებ, განსაკუთრებით, როცა ვამესიჯებ, მოკლეა და ლაკონურად ვაგებინებ ვისაც ვწერ, რომ ყველაფერი გასაგებია.
უსუსური- როდის შემიყვარდა სიტყვა უსუსური?
როცა მოვისმინე ფილმში "შერეკილები": "ოხ,რა უსუსური შეცდომაა" რა კარგად არის ნათქვამი , არა? შეცდომაც შეიძლბა თურმე, იყოს უ ს უ ს უ რ ი.
რას გამოხატავს სიტყვა- მაშასადამე .ნეტა ვინ არის მაშა?
მაგრამ , რომ არა გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები"კაცი ,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა "და იქ მოყვანილი ეს უფუნქციოდ დარჩენილი სიტყვა: "და დავრჩი, როგორც სიტყვა მაშასადამე" ალბათ, მეხსიერებაში არც ჩამჩებოდა, ასე ხშირად რომ მახსენდება და გულში ვიმეორევ და დავრჩი ,როგორც მაშასადამე.
ახალი ქართული კი თავისას გვთავაზობს :"ვახ, რა მაგარია" და იქნებ რბილია ...
მოკლედ უმაგრესია რა...
ან კიდევ სიტყვა- უ ძ ა ლ ი ა ნ ე ს ა დ , ისე მომენატრე უძალიანესად ...
არა და:"მიყვარხარ ძლიერ ,ძლიერ"...
არ მიყვარს სიტყვა -ს ი ნ გ ლ ი ,არ ვიცი რატომ , უფრო ცუდ ასოციაციას მიქმნის არც მისი წარმოთქმა მსიამოვნებს
ყველაზე მეტად კი, მიყვარს სიტყვა მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ, როცა წარმოვთქვამ თუ როცა წარმოთქვამენ. მე შენ მიყვარხარ.
სიტყვასთან ფაქიზი და განსაკუთრებული დამოკიდებულება კი, სწორედ რომ საჭიროა , ისინი ხომ, საბოლოო ჯამში, აზრს ქმნიან. თუმცა , შეიძლება ეს აზრი ასეთიც იყოს:"დედის ცრემლს- ეროვნება არ აქვს."

вторник, 28 декабря 2010 г.

სიცილის თერაპია








იმისათვის რომ დავწვა ზედმეტი კალორიები, ადვილი გზა ავირჩიე . ხუთი წუთის სიცილი უდრის 45 წუთის სირბილს. თან სიცილს კარგი თვისება აქვს , გადამდებია. მოდი ერთად ვიცინოთ და დეპრესიაც დავძლიოთ.

суббота, 11 декабря 2010 г.

სევდა მაქვს



ბავშვობის ფერი თმებივით, დამცვივდა წლები...
ადრე მოყოლილი ზღაპრებივით, გაქრა იმედები ...
მოწმენდილ ცაზე გაჩნდა ქუფრი.
ღრუბლები შეეჯახა ერთმანეთს და წვიმად გადაიქცა.
მოკლედ, ზღვამ და ცამ გამინაწილა...
და მარტო მიმაგდეს, მაგიდის კუთხესთან, სადაც საფერფლე ნესტოებს წვავს...
ყველას საქმე გაუჩნდა და საქმიანი გახდა გარემო.
ყველას, ჩემს გარდა...
უზომოდ მოსაწყენია, პატარა ქალაქში ცხოვრება, სადაც ყველა - ყველას იცნობს და სადაც, მხოლოდ ნაცნობი გარემოა, ნაცნობი სახეებით და ნაცნობი ჟესტებით.
სიამოვნებით გადავსახლდებოდი , რომელიმე დიდი ქვეყნის, დიდი ქალაქში. წასაღებად გადავარჩევდი, ნივთებსა და მოგონებებს. მეყოლებოდა სამი ან ორი , ახლად შეძენილი მეგობარი, გაბნეული, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში. თავიდან დავიწყებდი ცხოვრებას და ახალ ფეხადგმული ბავშვივით, ვისწავლიდი ურთიერთობებს , რომ აღარავინ მომატყუოს.
მაგრამ...
მოსაწყენია პატარა ქალაქში ცხოვრება...
და თუმცა , ვინ იცის? იქნებ ასეც მოხდეს!

четверг, 2 декабря 2010 г.

ძველი გემო


ულამაზეს ბარათაბს ვკითხულობ, ძველებს, უკვე გახუმებულებს . თუმცა, ჩვენს ძველ ალბომში, საპატიო ადგილს იკავებს, მაინც.


ბავშვობიდან მიყვარდა მათი, ლამაზი, ნახატების თვალიერება , ახლა კი სიტყვები გახდა უფრო საინტერესო, ემოციებით დატვირთული. აქ ხომ ემოცია "სმაილით" არ არის გამოხატული, არამედ კალიგრაფიით, აღელვებისას ოდნავ აჩქარება ეტყობა ნაწერს ,სუნთქვაცაა თითქოს ჩაყოლილი.
მიყვარს ძველი ალბომები, ძველი ბარათები...
ამ ბოლოს, დამჩემდა, სტუმრად რომ მივდივარ , უკვე უნებლიეთ ვითხოვ, ძველ ალბომს და ფოტოებთან ერთად გახუმებულ წერილებსაც ვეძებ , თან ვიცი, რომ აუცილებლად შემხვდება აჭრელებული მარკებითაც კი:
"
გილოცავ ახალ წელს დაესწარი მრავალს ,ეს წელი ყოფილიყოს შენთვის სიახლის მომტანი..."ან კიდე :'გილოცავ გაბედნიერებას...'
გილოცავ დაბადების დღეს გისურვებ უღრუბლო ზეცას , მშვიდობას კეთილ მომავალს , ჯამთელობას
და ა.შ.
და იცით ისინი შეიძლება 30 ან 40 თუ 50 წელსაც კი მოიცავდეს .ეს ნაცნობობის, ახლობლობის,სიყვარულის 30,40,50 წლებია...
ნოსტალგია შემომაწვა, ძველი დროის გახსენება მომინდა, როცა თითქოს ურთიერთობები უფრო გულწრფელი იყო , როცა შეეძლოთ შეკრებილიყვნენ ნათესავები, მეგობრები, მეზობლები და საგანგებოდ გამოწყობილები ფოტოს გადასაღებად წასულიყვნენ , თუნდაც, მხოლოდ ერთი კადრის გულისთვის, რომელთაც წლწბის მერე ამდენი სითბო მოაკვთ...