вторник, 19 октября 2010 г.

დღეები უშენობის





მგონი, ვეღარ შევძლებ, ვეღარც ერთი, სიტყვის დაწერას ...
მგონი, გამექცევა ფიქრები და კალამი გამშრალი იქნება ამ დროს!
სხეულში კი სისხლი დაშრება უსიტყვობით.
სულ არ იდარდებს, რომ მერე, მევე არ დავაბრალო: ეს ასე მოხდა, არა და ამაზე წინასწარ დამიწერია კიდეც -თქო.
ისე გაიყინა ყველაფერი, ემოციები დაიცალა და გული თითქოს აღარ ძგერს, ისე გაუჭირდა ატანა ამის!
სამაგიეროდ, დრო ფეთქავს , მიჰქრის ...
ვინ შეაჩერებს დროს...
ვინ ბრიყვი...
დროს კი ვერ მიაქვს ვერაფერი, ვერ ასწრებს, არ ვატნევ , მხოლოდ დღეები უშენობის...
მერე მოხვალ და გვიან იქნება ...
არ დაიჯერებ.
იტყვი რატომო?
პასუხები, ჭრელი ქსოვილივით, მძიმე იქნება მოსასმენათ.
მაინც ვერ გაიგებ და წახვალ გულმოსული.

Комментариев нет:

Отправить комментарий