суббота, 30 октября 2010 г.

შემოდგომის ლექსი



განა გრძნობებით ვთამაშობ?!
დიდი ხანია დამთავრდა .
ახლა ფიქრი ვარ, ნამდვილი
და შენი სუნთქვის ამარა,
დავრჩი ...
მოგელი...
არ ჩანხარ...
დღეს,
უფრო ფრენა მინდოდა ,
ცას კი, ღრუბლები არ აჩნდა.
დღეს,
უფრო ცაში ვიყავი
და შენი სუნთქვა დამაკლდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий