
შემოდგომის ქუჩებში, მიყვარს უფრო ხეტიალი , ვიდრე სიარული ან სეირნობა . ტროტუარების კუთხეები სავსეა : ჭადრების , ალვის ხეების, ნეკერჩხლების ოქროთი. შემოდგომის ოქროთი...
დღეს ბევრი ვიარე, თუ ვიხეტიალე, ყვითელი ფოთლებით სავსე იყო ქუჩა...
გადასასვლელი თავისუფალი, არც კი შევყონებულვარ , აფთიაქი, თქვენ წარმოიდგინეთ –ურიგო, ქუჩაც ცარიელი . ჩემთვის ცარიელი, ერთი ნაცნობიც კი არ შემხვედრია. არა და ხანდახან, როგორ გინდა: შეგაჩერონ, მოგესალმონ, შეგაყოვნონ, დაგეკითხონ . არსად გაგვიანდება, ილაპარაკებ, მოუყვები, გაიკრიფები , დაფიქრდები ,ემოციცებშიც შეიჭრებიი ...
სალაპარაკო კი მართლაც გაჩნდა ამ პატარა , იუმოროს სახელით ცნობილ, მოწყენილ ქალაქში. მაგალითად:
"შემოპარული პარლამენტი" ,
ახალი ოპერის თეატრის შენობა, სახურავზე ქანდაკებებით (ოპერა ვის უნდა , მაგრამ შენობა, მაინც განახლებული) და დაუმთავრებლად, საზეიმოდ გახსნილი,
ახალი სკვერები,
ხიდები"სუ მინებით",
განახლებული სათაფლია, სადაც ძველი, მხოლოდ დინოზავრის ნაკვალები დარჩენილა.
ქუჩაში კი, უცნობი სახები გხვდება, თავისთვის მიდიან, ჩქარობენ ან ხეტიალობენ , მაგრამ შენ, სულაც არ გაჩერებენ და არც არაფერს გეკითხებიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий