ისე, ბუნებრივათ, ყვები მის ზვირთებს, საერთოთ გავიწყდება რომ "თითქოს სიმყარე მეტისმეტად აუცილებელია ამ სამყაროში."
სისულელეა , აქ, იყო მარტო და ასე გაჰყურებდე ულამაზეს ჰორიზონტს.
ზღვის სუნი მაქვს მეც და ყველა ჩემს ნივთსაც. ზღვაში ჩავიკარგე.
ახლა რომ მოვიდეს, მაინც ვერ მიცნობს. ზღვამ ხომ თავისი ფერი დამატყო, არა და მას რამდენი ფერი აქვს იცით? ბევრი.
ხან ხომ ლურჯი და მწვანეა, ხანაც სერი ფერი აქვს უცნაური, ვერცხლივით არის. თვითდაჯერებული და სულაც არ მხიარული.
მე კი ასეთი უფრო მიყვარს. ჩამავალი მზის სხივივით ნაზი და და ამ უკიდეგანოო სივრცით ქედმაღალი!
Комментариев нет:
Отправить комментарий