воскресенье, 30 мая 2010 г.

მოგონება


   შარშან, დეკემბერი იყო,  რიცხვით ოთხი.  საათი? დილით 6 საათიდან დავიწყე მზადება, გავედით 8 -ზე და საღამოს ასე 9 საათზე უკვე ქალაქში ვიყავით .მოსალოცად წავედით  დედათა  მონასტერში . იქ კი ზოგი დედაო იყო ზოგიც მორჩილი , მადლიანი მარჯვენი ქონდათ, სუფთა მზერა  სულში ჩასახედი  და რაღაცით მაღლა იდგნენ ...


      ხშირად გახსენდება ადამიანს: ძველი გემო, ძველი ამბები, ძველი განცდები, ემოციები ,რომლებსაც ერთ დროს  დაპყრობილი ყავდი ,  ცუდიც,  კარგიც. ჩემთვის  ახლა მოგონებების დრო დგას თითქოს,  ყოველი დღე , ძველი განცდების გახსენების  საღამოდ მექცა. არა,  ახლა  კიარა,  სულ ფიქრებში ვარ,  ხანდახან ,მგონი , ზედმეტიც მომდის.
      ზუსტად შემიძლია გავიხსენო თვე ,რიცხვი , საათი და რათქმაუნდა ემოცია ,რომელიც მაშჲნ,  იმწუთისათვის  რა აქტუალური იყო .  მერე გადის დრო და მოგონებები შეგრჩება მხოლოდ .
      იმ დილით , კიდე , ერთი მესიჯი მივიღე .არც ისე მნიშვნელოვანი თითქოს ,მაგრამ ახლა მენატრება ის დილა, იმ მესიჯის გამოც ...
  თან დეკემბრისთვის უჩვეულო სითბო იყო იმ დღეს .სითბო კი სულს ყველაზე მეტად ამახსოვრდება...
  

Комментариев нет:

Отправить комментарий