საღამოა, გაზაფხულის ლურჯი საღამო.
გრილა.
ეზოდან მჟავე, ბჟოლის სუნი აღწევს ჩემამდე.
ვარ მარტო,
ფანჯრიდან კი გამუდმებით ვიღაცა მიმზერს!
არის სიმარტოვე და არის სიჩუმე . ქუჩაშიც ისე ფეხაკრეფით დაიპარებიან ,რომ არ იხმაურონ, ჩემი სიჩუმის დასარღვევად...
მე კი მძულს იგი!
ცა კი ,ისევე არის რძისფერი და მოქუფრული...
მე კი ,ვარ მხიარული, ოღონდ შიგნით, ძალიან შიგნით.გარეთ კი სამყარო არის უგემური...
ტყემლის ფოთლებით სავსეა მიწა.
მე ვერ მოვალ შენთან და ვერ აგიხსნი, რატომ არის საღამო ასე მოწყენილი , რადგან არ ვიცი შენი მისამართი.
შორს ცხოვრობ ჩემგან?
ალბათ არც ისე...
ან კი...
ან...
Комментариев нет:
Отправить комментарий