

პიკასო სიღნაღში!
სასაცილოა ხო?!
პიკასოს რომ ენახა სიღნაღი, ალბათ დახატავდა,მერე ნახავდნენ კახელები და იქნებ ვერც ეცნოთ თავიანთი კერა.ახლა, ამ პატარა ქალაქის მთავარი ქუჩები, სავსეა, დიდი მხატვრის სარეკლამო ფოტოებით.სადაც, პორტრეტზე კაცი, იქაურთათვის უცხო გამომეტყველებით იმზირება,გულში თუ ფიქრობენ, მრგვალ ქუდიანი კახელები, რითაა ეს კაცი ჩვენზე მეტიო?
ეს პაბლოა, თავისი ნახატებით ესტუმრა მათ და სულ რაღაც სამ ლარად შეფასდა.დამთვალიერებლები, ქართველები ბრძნული გამომეტყველებით დაჰყურებენ: ჟაკლინის პორტრეტების ვარიაციებს, ნატიურმორტებს, მანეს "საუზმე ბალახზე"და გამოსულები ვეღარაფერს ვეღარ ხვდებიან.მაგრამ პიკასოს რა? ის ხომ თავისი ნახატებით მთელს მსოფლიოში დამოგზაურობს!
Комментариев нет:
Отправить комментарий