среда, 17 февраля 2010 г.

გმირები


           ეს ფოტო,  ჩემს სოფელში გადავიღე, რაჭაში.  სურათზე ასახულია,   პატარა მემორიალი იმ გმირებისათვის,  რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს,  დატოვეს სახლები და ომის ქარ-ცეცხლში გაეშურნენ. სიცოცხლე ხომ,  მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს.  34 ადამიანის ფოტოა მოთავსებული და ისეთი პატარა სოფლისთვის,  როგორიც ტბეთია,  ნამდვილად ბევრია.  34 ადამიანი ხომ, თავისი მონაგარით,  ერთი სოფელია.  ახლა,ამ ადგილას,  ხშირად იკრიბება ახალგაზრდები. დღეს,  არ ვიცი, მათში  რა ემოციას იწვევს გმირი წინაპრები , რომლებმაც,  ღმერთმა იცის  სად დაასრულეს სიცოცხლე და თითქოს აქ  , ამ ფოტოებში, ისევ მოსულან და აქედან გვახსენებენ თავს. მე კი, სულ მაინტერესებდა,  მათ შორის, რომელი იყო  უშუალოდ ჩემი წინაპარი. თუმცა, ახლა, ახალი კითხვა გამიჩნდა და მაწვალებს იმაზე ფიქრი,  ამ ადგილის მიერთება რომ მოინდომოს ვინმემ ამ დიდების პატარა,  მოკრძალებულ მემორიალს რას უზამენ ნეტა? ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობაა როცა მათ შორის შენი გვარიც არი და მგონია რომ, ამ პატარა ყურადღებით, როგორიც ეს პატარა ფოტოებია,  ჩვენც ვიხდით ვალს მათ წინაშე.

p.s. "ადამიანი ხომ იმდენივე ღჲრს,  რაც მთელი კაცობრიობა ერთად"  ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის"დემონტაჟის დროს,  ასხლეტილმა ქვებმა, დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.  ამად ღირდა მისი დანგრევა?! 

Комментариев нет:

Отправить комментарий