среда, 3 марта 2010 г.


ეს მე      ვარ, მარტო ვარ და შენ გამახსენდი...

ახლა მარტია.ტყემლებმა თეთრი ყვავილები დაბადეს უკვე.სურნელი უხვად დააფრქვიეს,  ირგვლივ, სამყაროს.

როგორ მიყვარს ეს დრო...

ჭინჭყლი მარტიც მიყვარს, ერთ დღეს მზეა ,მეორე დღეს კი წვიმის თქეშია...

       მე, კი, ყველა მარტივით მექცევა,ერთ დღეს მიღიმიან მერე კი მებუტებიან ნეტა რატო? არავინ მპატიობს მცირე შეცდომასაც,  ჩემგან მიაქვთ ღჲმილი და მიბრუნებენ სიცივეს, ისიც ხურდათ.  მე განა შევძლებდი მათ არ დანდობას?

მარტს მწვანე კაბა ჩაუცვამს, რომელსაც ბევრი ყვავილები ახატია:ყვითელი, იისფერი, წითელი...

შენი მოლოდინია კიდე მარტო და ისიც მე შემომისახლდა...

ღამე ვარსკვლავებს დავითვლი და მთვარე ჩემს ოცნებებს წაიღებს უკლებლივ...

Комментариев нет:

Отправить комментарий