четверг, 25 февраля 2010 г.

ჩემი ქუჩა

     

    მსოფლიოში რამდენი ლამაზი ქუჩაა, ხომ წარმოგიდგენიათ?! მაგრამ მე მაინც, ჯიუტად, მგონია რომ ჩემი,  გელათის ქუჩასავით ლამაზი არცერთია. ძველია,  ქვაფენილებით მოკირწყლული და ეს გზა ტაძრისკენ მიმავალია. გელათისა და მოწამეთის მამათა მონასტრებში ჩემი ქუჩით დადიან.

ხშირად უკითხიათ– ამ გზით ავალთ გელათში?

მე კი სწრაფად ვპასუხობ–სწორედ ამ გზით!

    დავით აღმაშენებელიც ასე მიდიოდა თურმე. ალბათ, ამ დროს, ფიქრობდა დიდ მშენებლობაზე.

 

    

  

   აღმართს რომ ამოვუყვები,  განსაკუთრებული შეგრძნება მეუფლება, წმინდა მეფის ნატერფალზე დავდივარ!     

   ჩემს ბავშვობაში ჯაფარიძე ერქვა და წარმოსახვაში ყოველთვის უფრო მზიანი და ფერადია ის–ბავშვობის ქუჩა.დღემდე იქიდან მომყვება ერთი ჩვევა,   რომ მეკითხებიან სად ცხოვრობო,  დაუფიქრებლად ვპასუხობ, ჯაფარიძეზე–თქო.

Комментариев нет:

Отправить комментарий