пятница, 26 февраля 2010 г.

შიში



ისევ ჩაფიქრდა...

     როგორც საერთოდ ხდებოდა , მისი ფიქრის საგანი  მაინც ,უფრო ცხოვრება იყო. საკუთარი თუ სხვისი ცხოვრება.

       თუ სხვაზე ფიქრობდა ,წამდა რომ მისი მოპარეს ყველაფერი, რომ ისე გაქურდეს ცარიელი, სიცარიელეში მიაგდეს.

     ყველაზე მეტად ფიქრი შეზიზღდა. სად არ მიყავდა ფიქრს და ბოლოს ხელმოცარულს სადღაც კუთხეში ააწეპებდა, თან ისე რომ საკუთარ თავს ვეღარაფერს უმტკიცებდა.

    სიცარიელიში ცარიელმა ცხოვრებამ დატოვა...

    დრო თავისთვის ჩქარობდა, უკან არაფერს აბრუნებდა .მოგონებები კი მკვლელები იყვნენ მხოლოდ  და ბევრს არც არაფერს ტოვებდნენ :მხოლოდ სიმარტოვეს, იჭვს და რაც ყველაზე მეტად წყინდა ,იმედებს აცამტვერებდნენ.

    თეთრი და ძალინ მსუბუქი ეგონა ტვირთი,რომელსაც ეჭიდებოდა.

    ეგონა მხოლოდ...

    შეთავაზეს ფერები მუქი, ხასიათები უჟმური, გარემო ცუდი.ცხოვრებად მონათლეს და საკუთრად მიიღეო უთხრეს.

    არჩევანი დაუტოვეს :ეს იყო არაფერი 

    როგრო უნდა აერჩია უფერობა...

    ფერები არ აკლდა ბავშვობას, ხასხასა მწვანე, სპეტაკი თეთრი, ნათელი ცისფერი ,ლამაზი წითელი. მერე გახუმება დაიწყეს, ჩაენაცვლა შიში, შეშინებული ცისფერი, უგულო წითელი, არც თუ ძალინ ყვითელი.

    გამეფდა შიში...

    ცხოვრება ჩქარობდა, სულ ჩქარობდა, გარბოდა, გამორბოდა, ღელავდა, შფოთავდა და მას გვერდს უვლიდა.ისე რა შეუმჩნევლად გაჰქონდა.

    

Комментариев нет:

Отправить комментарий